weather cur horoscope tv
აგვისტო 14, 2020

„ავატარის“ ახალ სერიებს ახალი მსახიობი შეემატა

15:19 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 hits 1436

პოპულარული გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიელი მსახიობი კლიფ კერტისი სამგანზომილებიანი კინომოვლენა „ავატარის“ დაგეგმილ ოთხივე სიკველში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

ცნობილია, რომ ეთნიკური მაორი მსახიობის პერსონაჟს ტონოვარი ერქმევა და ის მეტკაინის წყალქვეშა კლანის მეთაური იქნება. როგორც „ავატარის“ შემქმნელმა ჯეიმს კამერონმა ადრევე დაანონსა, ახალ სერიებში აქცენტი პლანეტა პანდორას წყლის სამყაროზე იქნება გადატანილი.

გასულ თვეს ჯეიმს კამერონმა „ავატარის“ ახალი სერიების რამდენჯერმე გამოქვეყნებული დროები კიდევ ერთხელ შეცვალა და ოთხი სიკველის პრემიერის თარიღები ახლიდან დაანონსა: მეორე სერია 2020 წლის 18 დეკემბერს გამოვა, მესამე სერია - 2021 წლის 17 დეკემბერს, მეოთხე - 2024 წლის 20 დეკემბერს, მეხუთე კი - 2025 წლის 19 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ავატარის“ მეორე სერია ჯერ 2014 წელს, შემდეგ კი 2017 და 2018 წელს უნდა გამოსულიყო.

უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, კლიფ კერტისის გარდა ახალ სერიებში მონაწილეობას ისევ მიიღებენ ორიგინალი ფილმის მსახიობები: სემ უორთინგტონი, ზოე სალდანია, სიგურნი უივერი და სტივენ ლენგი. კამერონის მუდმივი კოლაბორატორი ჯონ ლანდაუ კი ახალი სერიების პროდიუსერი იქნება.

ოთხი სიკველისთვის სცენარს ჯეიმს კამერონი პირველი ფილმისგან განსხვავებით, მარტო აღარ დაწერს და მას ჯოშ ფრიდმანი, შეინ სალერნო, რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი დაეხმარებიან. ახალი სერიის გადაღებები კი ზაფხულში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს გამოსულმა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა „ავატარმა“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა და 2,787,965,087 დოლარიანი შემოსავლით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. „ავატარმა“ ასევე მოიპოვა 2 ოქროს გლობუსი (საუკეთესო დრამატული ფილმი, საუკეთესო რეჟისორი) და 3 ოსკარი (საოპერატორო ნამუშევარი, მხატვრული გაფორმება-დეკორაცია, ვიზუალური სპეცეფექტები).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]