ახალი Aston Martin Vantage-ის სარბოლო და საგზაო ვერსიის პრეზენტაცია ლონდონში მოეწყო. ავტომობილები Mercedes AMG-ს ოთხლიტრიანი, ორტურბინიანი ძრავითაა აღჭურვილი.
სარბოლო ავტომობილის შემუშავება, რომელიც 2008 წელს გამოჩენილი ამჟამინდელი თაობის Vantage GTE-ს შეცვლის, 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პირველი ავტომობილი 2017 წლის მაისში ააწყეს, აგვისტოში კი პირველი ტესტები დაიწყო.
WEC-ს 2018/2019 წლების სუპერსეზონში „ასტონ მარტინი“ Michelin-ის საბურავებს გამოიყენებს, Dunlop-ის ნაცვლად, რომლითაც 2017 წელს გამძლეობაზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი ორივე ჩათვლაში და ლე მანის რბოლა მოიგეს.
Vantage GTE-ის პირველი ტესტები Michelin-ის საბურავებით სებრინგში, WEC-ს ჩინეთის ეტაპიდან ერთ კვირაში, ნოემბრის დასაწყისში მოეწყო. გამოცდის დროს მანქანამ 13 000 კილომეტრი დაფარა, მათ შორის - რბოლის ორი 30-საათიანი სიმულაცია და სხვა სატესტო გარბენი.
წყარო: Adjarasport