weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ასტონ მარტინმა“ ლე მანისთვის განკუთვნილი ახალი Vantage GTE წარადგინა

17:18 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

ბრიტანულმა ავტოკონცერნმა „ასტონ მარტინმა“ GTE კლასის ახალი ავტომობილის ფოტოები გაავრცელა, რომლითაც 2018 წელს ლე მანის 24 საათიან რბოლასა და WEC-ს ჩემპიონატში იასპარეზებენ.

ახალი Aston Martin Vantage-ის სარბოლო და საგზაო ვერსიის პრეზენტაცია ლონდონში მოეწყო. ავტომობილები Mercedes AMG-ს ოთხლიტრიანი, ორტურბინიანი ძრავითაა აღჭურვილი. 

სარბოლო ავტომობილის შემუშავება, რომელიც 2008 წელს გამოჩენილი ამჟამინდელი თაობის Vantage GTE-ს შეცვლის, 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პირველი ავტომობილი 2017 წლის მაისში ააწყეს, აგვისტოში კი პირველი ტესტები დაიწყო.

WEC-ს 2018/2019 წლების სუპერსეზონში „ასტონ მარტინი“ Michelin-ის საბურავებს გამოიყენებს, Dunlop-ის ნაცვლად, რომლითაც 2017 წელს გამძლეობაზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი ორივე ჩათვლაში და ლე მანის რბოლა მოიგეს.

Vantage GTE-ის პირველი ტესტები Michelin-ის საბურავებით სებრინგში, WEC-ს ჩინეთის ეტაპიდან ერთ კვირაში, ნოემბრის დასაწყისში მოეწყო. გამოცდის დროს მანქანამ 13 000 კილომეტრი დაფარა, მათ შორის - რბოლის ორი 30-საათიანი სიმულაცია და სხვა სატესტო გარბენი.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]