weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

NASA-მ იუპიტერზე გადაღებული ქარიშხლის ფოტო გამოაქვეყნა

12:18 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

პლანეტა იუპიტერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მასიური, ძლიერი შტორმის ფერებმომატებული ფოტო NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ გაზის გიგანტი პლანეტის თავზე მეცხრე გადაფრენისას გადაიღო.

იუპიტერის ეს შტორმი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე ღრუბლებთან ერთად მოძრაობდა. მუქი ღრუბლები ატმოსფეროში უფრო ღრმადაა განთავსებული, ვიდრე - კაშკაშა ღრუბლები. კაშკაშა ღრუბლებისა და მათი ჩრდილების სიმაღლე და სიგანე 7-12 კმ-ში მერყეობს. სავარაუდოდ, ისინი შედგება ამიაკის კრისტალებისა და წყლის ყინულის ნაზავისგან.

სურათი 2017 წლის 24 ოქტომბერსაა გადაღებული. გადაღების მომენტში ხომალდი იუპიტერის ღრუბლების თავზე 10108 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა. ფოტოს სივრცული მასშტაბი 6.7 კმ/პიქსელია. JunoCam imager-ის მონაცემებიდან ფოტო მოყვარულმა მეცნიერებმა, ჯერალდ აიხშტადტმა და სინ დორანმა დაამუშავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]