weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2Pac-ის შესახებ ახალ დოკუმენტურ ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი გადაიღებს

11:30 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

ინგლისელი ოსკაროსანი რეჟისორი სტივ მაკქვინი (12 Years a Slave, Shame, Hunger) ყველა დროის უდიდეს რეპერ 2Pac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.

„აღფრთოვანებული და გახარებული ვარ რომ ამ ლეგენდარული ხელოვანის სიცოცხლისა და მოღვაწეობის კვლევა მომიწევს. 1993 წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში დავდიოდი და კარგად მახსოვს მაშინდელი განვითარებადი ჰიპ-ჰოპ სამყარო, ასევე კარგად მახსოვს ჩემი მაშინდელი ცხოვრება ამ სამყაროსთან მიმართებაში და 2Pac-თან არსებული საერთო მეგობრები.“ - ნათქვამია რეჟისორის ოფიციალურ განცხადებაში.

მაკქვინის დოკუმენტური ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული რეპერის დეიდა გლორია კოქსი იქნება, რომლის თქმითაც, დოკუმენტური ფილმის შექმნის მიზანი არა უკვე ნაცნობი ამბის ხელახლა თხრობა, არამედ იმ ნამდვილი ისტორიის მოყოლაა, რომელიც აქამდე არასოდეს თქმულა ასე მკაფიოდ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში 2Pac-ის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი სათაურით - All Eyez on Me გამოვა, რომელში არსებული სამსახიობი გუნდი, რეჟისორი და სცენარისტებიც კინოსამყაროსთვის ჯერ სრულიად უცნობები არიან.

ასევე ცნობილია, რომ ოსკარის სამგზის ნომინანტი ჯონი დეპი რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ახალ დრამაში, სათაურით - Labyrinth, ლოს ანჯელესელ პოლიციის დეტექტივ  რასელ პულს განასახიერებს, რომელიც ორი ცნობილი რეპერის, The Notorious B.I.G.-ისა და 2Pac-ის მკვლელობებს იძიებდა. რასელ პული ასევეა 2Pac-ის მკვლელობის ალტერნატიული ვერსიის ავტორი. გამოძიებები პოლიციელს საბოლოოდ სამსახურის ნაადრევად დატოვებად დაუჯდა. მრავალი საგამოძიებო კვლევის ავტორი დეტექტივი 2015 წელს გულის შეტევით დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]