ავსტრიელმა დიზაინერმა კლემენს შილინგერმა უახლეს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისგან სამკურნალო მოწყობილობა შექმნა. სიახლე ვიზუალურად სმარტფონის ზომისა და ფორმისაა და მასში დატანებულია ქვის პატარა მრგვალი სფეროები, რომლითაც შესაძლებელია თითქმის იმავე მანევრის შესრულება თითებით, როგორიც - მგრძნობიარე ეკრანზე.
კლემენს შილინგერი მიიჩნევს, რომ მისი გამოგონება იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც საკუთარ სმარტფონებზე არიან დამოკიდებულები და სმარტფონების ეკრანზე გამუდმებით „სქროლავენ“.
საიხლეში არსებული ქვის ბურთულები ხუთ ვარიანტადაა წარმოდგენილი - ისინი კორპუსზე სხვადასხვა მიმართულებითაა განლაგებული.