„შურისმაძიებლების“ მე-3 ნაწილის ახლახანს გავრცელებულ ტრეილერში პოპულარულ სუპერგმირთა ჯგუფი პლანეტისა და სამყაროს გადასარჩენად კოსმოსურ ტიტან თანოსს ებრძვის, რომელსაც ე.წ. უსასრულობის ქვების ხელში ჩაგდებით სურს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება.
ფილმის რეჟისორები ძმები, ენტონი და ჯო რუსოები არიან, რომელთათვისაც აღნიშნული სერია „მარველის“ კინოსამყაროში რიგით მე-3 ფილმია. პრემიერა 2018 წლის 4 მაისს შედგება, მანამდე კი თებერვალში ამავე სერიულობის მორიგი, რიგით მე-18 ფილმი Black Panther გამოვა.