weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანომალიური შემთხვევა - დედოფლისწყაროში ორთავიანი გოჭი დაიბადა

13:35 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ორთავიანი გოჭი დაიბადა. გოჭმა რამდენიმე საათი იცოცხლა. ვეტერინარ მიხეილ გუგუტიშვილის თქმით, ორთავიანი გოჭის დაბადება ანომალიაა. სპეციალისტების განმარტებით, ანომალიების გამომწვევ მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.

„ვეტერინარიაში მსგავსი შემთხვევები ანომალიად ითვლება და ძალიან იშვიათად ხდება. ასეთი შემთხვევა გენეტიკას ნაკლებად შეიძლება უკავშირდებოდეს“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი მიხეილ გუგუტიშვილი.

ფერმერ ალიკა ბაღაშვილის თქმით, წლებია ღორები ჰყავს და ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.

„გაკვირვებულები დავრჩით გოჭს ორი თავი რომ დავუნახეთ. ერთი თავი ცოცხალი, მაგრამ მალევე მოკვდა“, – ამბობს ფერმერი.

ბოლო დროს კახეთში რამდენიმე ანომალიური შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელს გურჯაანში ორფეხა ხბო დაიბადა, 2012 წელს ველისციხეში ექვსფეხა ბატკანი. მელაანში ხუთფეხა ხბო გაჩნდა, რომელსაც მეხუთე ფეხი კისრის არეში ჰქონდა.

სპეციალისტების მოსაზრებით, ანომალიების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს რადიაცია, საკვები, ინფექცია და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]