ტელესერიალს სახელწოდება ჯერ არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ მასში რეიგანის, როგორც ჰოლივუდის მსახიობისა და მაშველის შესახებ იქნება მოთხრობილი. აქცენტი გაკეთდება მის პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ კარიერაზე.
ტელეპროექტის სცენარის ავტორი დევიდ რემბო იქნება, რომელსაც ეკუთვნის პიესა რონალდ რეიგანზე სათაურად „მაშველი“ (The Lifeguard).
აღნიშნული მინი-სერიალი პირველი პროექტი იქნება, რომელიც რეიგანის ოჯახის წევრის თანამონაწილეობით შეიქმნება.