weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება

14:06 ოთხშაბათი, 01 მარტი 2017

დედამიწაზე პრიმატების 504 სახეობა ბინადრობს და ისინი პლანეტის ძუძუმწოვართა ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს მიეკუთვნებიან. პრიმატთა 504-ვე სახეობას დაცვის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა მათი 60% გადაშენების პირასაა, 75% კი რაოდენობის შემცირებას განიცდის.

პრიმატებზე ადამიანები ხორცისთვისაც ნადირობენ. მიმდინარეობს მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა და სხეულის ორგანოებით ვაჭრობა. ძირითად საფრთხეს კი გზების მშენებლობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, მაღაროები, ჰაერის დაბინძურება, დაავადებები და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს. 

პრიმატები ძირითადად ტროპიკულ წვიმის ტყეებში ბინადრობენ. მთლიანი სახეობის ორი-მესამედი კი თავმოყრილია ბრაზილიაში, მადაგასკარზე, ინდონეზიასა და კონგოში. თუმცა მათი პოვნა შესაძლებელია სავანებშიც, თოვლიან მთებსა და უდაბნოებშიც, ზოგჯერ კი - ქალაქებშიც.

„20 წელია პრიმატებს ვსწავლობ და ჯერ კიდევ გაკვირვებული და აღტაცებული ვარ ახალი აღმოჩენებით. გაკვირვებული ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს ვიყავი, როცა პირველად ვიხილე როგორ დაესხნენ თავს მდედრი მაიმუნები მათზე სამჯერ დიდ მამრს. თუნდაც იმ დღის მსგავსად, როცა პირველად შევიტყვე, რომ ზოგიერთი პრიმატი გამოსაზამთრებლად საკუთარ თავს მიწაში მარხავდა, კაპუცინი მაიმუნები კი მრავალფეხიან ჭიებს სრესდნენ და მათ მწერების დასაფრთხობად იყენებდნენ“, - აცხადებს დიურჰემის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ჯო სიტჩელი. 

ადამიანის უახლოეს ბიოლოგიურ ნათესავებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ტროპიკული ტყეებისთვის, ისინი ამტვრევენ ხმელ ტოტებს, გადააადგილებენ მცენარეთა თესლებს. ამავე დროს, მათი წყალობით მეცნიერები ადამიანის ევოლუციის გზებს სწავლობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]