როგორც ონლაინ-გაზეთი წერს, ფილმი ნამდვილ შობაზეა, რომლის დროსაც მომავლის იმედი ყველაზე მეტად გაქვს.
„ეს არის დღესასწაული, რომელიც ხან ბედნიერია, ხან მარტოხელა და ხანდაც - სევდიანი“, – წერს გამოცემა.
რომანტიკული კომედიის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი საკუთარი ბინის გასაღებს საკუთარი კომპანიის იმ თანამშრომლებს აძლევს, ვისაც ფარული პაემნები სურს, მათ შორის მისი უფროსიცაა, ერთხელ კი მთავარ გმირი თავისი ბოსის საყვარელს გაიცნობს და ის შეუყვარდება.
1960 წელს გამოსულმა ფილმმა იმავე წლის ოსკარების დაჯილდოებაზე 10 ნომინაცია მოიპოვა და მათგან ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის - წლის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალი სცენარის ნომინაციებში.