weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ინდეპენდენტმა“ ყველა დროის საუკეთესო საშობაო ფილმი დაასახელა

12:50 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Independent, ყველა დროის საუკეთესო საშობაო ფილმად რეჟისორ ბილი უაილდერის კინოკლასიკა „ბინა“ (The Apartment) დაასახელა, რომელშიც მთავარი როლები ჯეკ ლემმონმა და შირლი მაკლეინმა შეასრულეს.

როგორც ონლაინ-გაზეთი წერს, ფილმი ნამდვილ შობაზეა, რომლის დროსაც მომავლის იმედი ყველაზე მეტად გაქვს.

„ეს არის დღესასწაული, რომელიც ხან ბედნიერია, ხან მარტოხელა და ხანდაც - სევდიანი“, – წერს გამოცემა.

რომანტიკული კომედიის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი საკუთარი ბინის გასაღებს საკუთარი კომპანიის იმ თანამშრომლებს აძლევს, ვისაც ფარული პაემნები სურს, მათ შორის მისი უფროსიცაა, ერთხელ კი მთავარ გმირი თავისი ბოსის საყვარელს გაიცნობს და ის შეუყვარდება.

1960 წელს გამოსულმა ფილმმა იმავე წლის ოსკარების დაჯილდოებაზე 10 ნომინაცია მოიპოვა და მათგან ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის - წლის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალი სცენარის ნომინაციებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]