weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ედგარ რაიტი კევინ სპეისის სკანდალსა და მათ ერთობლივ ფილმზე

15:04 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორის, ედგარ რაიტის უკანასკნელმა წარმატებულმა ნამუშევარმა სათაურად Baby Driver, კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. წლის ერთ-ერთ გამორჩეულ კომედიურ ექშენში ერთ-ერთი მთავარი როლი კევინ სპეისიმ შეასრულა. ედგარ რაიტმა პოპულარულ ჟურნალ Entertainment Weekly-სთან სწორედ კევინ სპეისისა და მათ ერთობლივ ფილმზე ისაუბრა.

აღიარებული რეჟისორის თქმით, კევინ სპეისის ბრალდებებით გამოწვეული უსიმაოვნებების მიუხედავად, იგი ამაყობს საკუთარი ფილმით.

„სიმართლე ისაა, რომ მასთან მხოლოდ პროფესიული გამოცდილება მქონდა და ფილმზე მუშაობისას არ ვიცოდი მისი რაიმე მსგავსი ქმედების შესახებ. მე ისევე შეწუხებული და დასტრესილი ვარ ბოლო კვირებში გავრცელებული ბრალდებებით, როგორც - თქვენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, მხარდაჭერის შეთავაზებაა იმ დაზარალებულთა მიმართ, რომლებიც მისი სახელით დაზარალდნენ.“ - აღნიშნა ედგარ რაიტმა.

რეჟისორმა ასევე განაცხადა, რომ Baby Driver-ის შექმნაზე უამრავი ადამიანი მუშაობდა და ღრმად სწამს იმის, რომ კევინ სპეისის სკანდალი ასეულობით ნიჭიერი ადამიანის ნამუშევარზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ედგარ რაიტმა ასევე ისაუბრა სწრაფად გაჰიტებული ფილმის გაგრძელებაზე. მისი თქმით, მეორე სერიისთვის მრავალი იდეა აქვს და სიკველის სცენარზე უკვე მუშაობს.

აქვე გეტყვით, რომ კომედიურ-მუსიკალური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Baby Driver ივნისში გამოვიდა და რეჟისორის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმი გახდა. მასში მთავარი როლები ახალბედა მსახიობებმა, ანსელ ელგორტმა და ლილი ჯეიმსმა, ასევე ცნობილმა ვარსკვლავებმა: კევინ სპეისიმ, ჯეიმი ფოქსმა და ჯონ ჰემმა შეასრულეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]