აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდია „ფოქსმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაიან სინგერი გადაღებების გრაფიკსა და რეჟიმს არღვევდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია რეჟისორსა და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს შორის არსებულ კონფლიქტზე. თავის მხრივ ბრაიან სინგერი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს, თითქოს იგი არაპროფესიონალურად მოიქცა ფილმზე მუშაობის პროცესში, გადაღებებზე მისი არყოფნა კი რეჟისორმა საკუთარი და მშობლის ავადმყოფობით ახსნა.
რაც შეეხება დექსტერ ფლეჩერს, მეორეხარისხოვანი როლებით ცნობილ მსახიობს აქამდე ოთხი ფილმიც აქვს გადაღებული, მათ შორის ყველაზე პოპულარული უკანასკნელი ნამუშევარი „არწივი ედი“ (Eddie the Eagle) იყო, რომელიც ასევე ბიოგრაფიული სურათია.