weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ილონ მასკი 2018 წლის იანვარში მარსზე ავტომობილს გაგზავნის

11:54 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წელს იგი მარსზე თავის ავტომობილს, წითელ Tesla Roadster-ს გაგზავნის. მრავალი წყარო ახლა უკვე ადასტურებს, რომ მასკი არ ხუმრობს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მილიარდერს დასცინეს.

მარტში ილონ მასკმა განაცხადა, რომ რაკეტა Falcon Heavy-ის პირველი ფრენისას იგი გეგმავს გაუშვას ყველაზე სულელური რამ, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეს რაკეტა SpaceX-ის უდიდესი და უახლესი გამშვებია, რომელსაც შეუძლია მარსზე გაგზავნოს 17 000 კგ ტვირთი. როგორც მასკი ადასტურებს, Falcon Heavy-ს საინაუგურაციო გაშვება 2018 წლის იანვარში მოხდება.

„ეს ტვირთი იქნება ჩემი ავტომობილი ალუბლისფერი Tesla Roadster, რომელიც დაუკრავს დევიდ ბოუის სიმღერას “Space Oddity”. დანიშნულების ადგილი მარსის ორბიტაა. იგი შორეულ კოსმოსში მილიარდობით წელი დარჩება, თუკი არ აფეთქდა“, - დაწერა მასკმა „ტვიტერზე“ და იმავე საღამოს თავისი გეგმები კიდევ ერთხელ დაადასტურა პოსტზე გამართული კითხვა-პასუხის სესიისას.

ინფორმაციას SpaceX-ის თანამშრომლებიც ადასტურებენ. კომპანიის ინჟინერმა ჯოი დანმა ასევე „ტვიტერზე“ დაწერა, რომ დაანონსებულია Falcon Heavy-ის პირველი მარგი ტვირთი. კომპანიამ სხვა კომენტარისგან თავი შეიკავა. მარსის ორბიტაზე ავტომანქანის გაგზავნასთან დაკავშირებით ილონ მასკის გეგმების შესახებ დასმულ კითხვებს ჯერ-ჯერობით არც NASA-მ უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით კი, გამოცემა Ars Technica-ს კოსმოსის საკითხების მიმართულებით მთავარ რედაქტორს, ერიკ ბერგერს ილონ მასკმა უთხრა, რომ მისია 100 პროცენტით რეალურია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]