weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

კურტ რასელი „ნეტფლიქსის“ სანტა კლაუსი გახდება

12:53 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

მულტიმედიური კომპანია და პოპულარული ტელეარხი „ნეტფლიქსი“ მომავალი წლის შობის სეზონისთვის ახალი კინოპროექტის გამოშვებას გეგმავს. საშობაო ფილმის პროდიუსერი საკულტო კომედიებით სახელგანთქმული ქრის კოლუმბუსი იქნება, რეჟისორის სავარძელს დამწყები რეჟისორი კლეი კეიტისი დაიკავებს, ხოლო სანტა კლაუსის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი კურტ რასელი განასახიერებს.

მეტ ლიბერმანის დაწერილი სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები მცირეწლოვანი და-ძმა იქნებიან, რომელთაც სურთ სანტა კლაუსი ვიდეოზე აღბეჭდონ და ამით დაამტკიცონ მისი არსებობა, მაგრამ ბედი მათ უფრო დიდ სიურპრიზს უმზადებთ - ისინი სანტა კლაუსის მარხილის ავარიას შეესწრებიან.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება, პრემიერა კი 2018 წლის დეკემბერში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]