მეტ ლიბერმანის დაწერილი სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები მცირეწლოვანი და-ძმა იქნებიან, რომელთაც სურთ სანტა კლაუსი ვიდეოზე აღბეჭდონ და ამით დაამტკიცონ მისი არსებობა, მაგრამ ბედი მათ უფრო დიდ სიურპრიზს უმზადებთ - ისინი სანტა კლაუსის მარხილის ავარიას შეესწრებიან.
ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება, პრემიერა კი 2018 წლის დეკემბერში შედგება.