weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„იურული პერიოდის სამყარო: დაცემული სამეფო“ - პირველი კადრები

14:26 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

დინოზავრების შესახებ არსებული პოპულარული კინოფრანშიზა მორიგი სერიით გრძელდება. ვიზუალური სპეცეფექტებით მდიდარი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, სათაურად „იურული პერიოდის სამყარო: დაცემული სამეფო“, პირველი სრული ტრეილერი ახლახანს გავრცელდა.

რიგით მე-5 ფილმში მოქმედება 2015 წელს გამოსული წინა სერიიდან 4 წლის შემდეგ ვითარდება და მასში მაყურებელი კვლავ იხილავს იგივე ტირანოზავრს, რომელიც უკლებლივ ყველა სერიის მთავარი გმირია.

მთავარ როლებს წინა სერიის მსგავსად, ქრის პრატი, ბრაის დალას ჰოვარდი და ბ.დ. ვონგი ასრულებენ. მათ გარდა მაყურებელი ტობი ჯოუნსს, ჯეიმს კრომველს, ჯერალდინ ჩაპლინს, ტედ ლევაინსა და ჯეფ გოლდბლუმს იხილავს, რომლის პერსონაჟიც პირველი და მეორე ნაწილის შემდეგ დაუბრუნდა ფრანშიზას.

ახალი სერიის პროდიუსერი კვლავაც სტივენ სპილბერგია, რეჟისორი კი ესპანელი ხუან ანტონიო ბაიონა (El orfanato, The Impossible, A Monster Calls) გახლავთ. ფილმის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლის ივნისში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]