weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრინჯაოს ხანის ძვირფასი არტეფაქტების უმეტესობა კოსმოსური მასალისგანაა დამზადებული

10:44 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ბრინჯაოს ხანის რკინის შემცველი ყველა საბრძოლო იარაღი და ხელსაწყო მეტეორიტებისგან გამოცალკევებული მეტალისგან გამოეჭედათ.

ის, რომ ბრინჯაოს ხანის ზოგიერთი ნივთი მეტეორიტული მეტალისგანაა დამზადებული, აქამდეც იყო ცნობილი, მაგალითად - ფარაონ ტუტანხამონის ხანჯლები, თუმცა ხსენებული ბოლო კვლევა პასუხს სცემს კითხვას, თუ რამდენად გავრცელებული იყო ეს პრაქტიკა.

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მკვლევარი ალბერ ჟამბონი აქტიურად სწავლობდა სამუზეუმო არტეფაქტებს ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სირიიდან და ჩინეთიდან. რენტგენული გამოსხივების ფლურესცენციული სპექტრომეტრით ანალიზების ჩატარების შემდეგ კი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა მათგანს აქვს რაღაც საერთო - არამიწიერი წარმოშობა.

ძვ. წ. 3300 წელს დაწყებულ ბრინჯაოს ხანაში მეტალ ბრინჯაოს ხელსაწყოების, საბრძოლო იარაღებისა და სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ. შენადნობი მტკიცე და ადვილად მისაღები იყო და მზადდებოდა სპილენძის გადნობით და მასში კალისა და სხვა მეტალების შერევით. რკინის ხანაში კი, რომელიც დაახლოებით 2000 წლის შემდეგ დაიწყო, ადამიანებმა ისწავლეს რკინის გამოდნობა მისი მადნისგან, მას შემდეგ, რაც გაარკვიეს თუ როგორ მიეღოთ ამ პროცესისთვის საჭირო ძალიან მაღალი ტემპერატურა. შესაბამისად, ისტორიკოსებს ყოველთვის თავსატეხს უჩენდა ის ფაქტი, რომ რკინის ზოგიერთი ხელსაწყო თუ იარაღი ბრინჯაოს ხანით თარიღდებოდა და იშვიათობიდან გამომდინარე, იმ დროს ძალიან ღირებულიც უნდა ყოფილიყო.

დადგინდა ის ფაქტი, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტებისეული რკინა შეიცავს დიდი ოდენობით ნიკელს, მაგრამ ასე არაა დედამიწაზე არსებული რკინის მადნის შემთხვევაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დედამიწის ფორმაციისას, ნიკელი ჩვენი პლანეტის თხევადი რკინის ბირთვისკენ წავიდა.

რენტგენული გამოსხივების ფლურესცენციული სპექტრომეტრის დახმარებით, რომელიც ობიექტზე შეხების გარეშე ახდენს მისი ქიმიური შემადგენლობის ანალიზს რენტგენული გამოსხივებით, ჟამბონმა შეისწავლა მუზეუმებში გამოფენილი ისეთი ნივთები, როგორებიცაა მძივები, ხანჯლები და საყრდენები. ყველა მათგანში ნიკელის მაღალი შემცველობის მეტეორიტული რკინა აღმოჩნდა. მეტეორიტებიდან გამოცალკევებული რკინა ზეინკლებისთვის უკვე მზად უნდა ყოფილიყო დასამუშავებლად, ყოველგვარი გადადნობის გარეშე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]