მოთამაშეებმა და მსაჯებმა სხვა სარბოლო და სპორტული თამაშებს შორის (Project CARS 2, Gran Turismo Sport, Pro Evolution Soccer, NBA 2K18 და FIFA 18) ფონზე სწორედ ხსენებულ თამაშს მიანიჭეს უპირატესობა.
დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ლოს ანჯელესის „მაიკროსოფტის“ თეატრში გაიმართა. წელს იგი მეოთხედ ჩატარდა. 2014 წელს აღნიშნული ჯილდო Mario Kart 8-მა, 2015 წელს Rocket League-მა, 2016 წელს კი Forza Horizon 3-მა მიიღო.