weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მონღოლეთში იხვის მსგავსი მომცრო დინოზავრი აღმოაჩინეს

15:33 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

მონღოლეთში აღმოჩენილი იხვის მსგავსი დინოზავრი (Halszkaraptor escuilliei), რომელიც დრომეოზავრიდების (ბუმბულიანი დინოზავრები) ოჯახს ეკუთვნის, პირველი სახეობაა, რომელიც ნახევრად წყლის დინოზავრი უნდა ყოფილიყო. სახეობას შეეძლო როგორც ცურვა, ისე - ხმელეთზე სიარული.

დინოზავრის ნაშთი 71-75 მილიონი წლის წინანდელია. ნამარხის ნიმუშს რამდენიმე ისეთი მახასიათებელი აქვს, რომლებიც ემთხვევა ნახევრად და სრულად წყლის რეპტილიებსა და ფრინველებს.

„ეს გახლავთ პირველი დინოზავრი, რომლის ცხოვრების სტილიც წყლის ფრინველებისას ჰგავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დინოზავრებს შეეძლოთ ისეთ გარემოში ცხოვრება, რომელსაც აქამდე მხედველობაში არ ვიღებდით მათი ისტორიის ინტერპრეტირებისას“, - ამბობს სახეობის შესახებ უახლესი კვლევის ავტორი, ბოლონიის უნივერსიტეტის გეოლოგიური მუზეუმის პალეონტოლოგი ანდრეა კაუ.

კაუს დოკუმენტის მიხედვით, ამ აღმოჩენის შედეგად შესაძლებელი ხდება მსგავსი დინოზავრების ქვეოჯახის შექმნა. ოჯახში კარგად ჯდება იგივე რეგიონში აღმოჩენილი რამდენიმე სხვა ნამარხიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ევოლუციური ხის ერთსა და იმავე პატარა შტოს მიეკუთვნებიან. კაუს თქმით, სავარაუდოდ დინოზავრი თევზებით, კიბოსნაირებით, პატარა რეპტილიებითა და ძუძუმწოვრებით იკვებებოდა. იგივე ზომის უნდა ყოფილიყვნენ ამ ქვეოჯახის სხვა წევრებიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]