გაყიდული ეგზემპლარი შასის ნომრით 1451 GT, რვა California Spider-იდან ერთ-ერთია, რომელმაც მთლიანად ალუმინის ძარა მიიღო. ავტომობილი სარბოლო სპეციფიკაციის მიხედვითაა აწყობილი და აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი, 266 ცხენისძალიანი V12 ძრავით.
ბოლო ათწლეულების მანძილზე Ferrari 250 GT LWB-მ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და არაერთხელ გამოიყვანეს, როგორც კლასიკური ავტომობილების რბოლაში, ისე - ელეგანტურობის კონკურსზე. 2008 წელს ავტომობილმა სერტიფიკატი Ferrari Classiche მიიღო, რაც ამტკიცებდა, რომ მას ორიგინალური შასი, გადაცემათა კოლოფი და უკანა დიფერენციალი შეუნარჩუნდა. 2010 წელს Motion Products-ის სპეციალისტებმა ავტომობილის სრული რესტავრაცია ჩაატარეს და ლე მანის ორიგინალური ლივრეაც აღადგინეს.