weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლე მანის რბოლის მონაწილე „ფერარი“ სოთბის აუქციონზე გაიყიდა

11:19 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

„ფერარის“ კლასიკური მოდელი 250 GT LWB California Spider Competizione by Scaglietti ნიუ იორკში, სოთბის აუქციონზე 17.99 მილიონ დოლარად გაიყიდა. იტალიური კომპანიის ქარხანაში რბოლებისთვის დამზადებული ეს ავტომობილი 1959 წელს ლე მანის 24-საათიან რბოლაში თავის კლასში მესამე ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში კი - მეხუთეზე.

გაყიდული ეგზემპლარი შასის ნომრით 1451 GT, რვა California Spider-იდან ერთ-ერთია, რომელმაც მთლიანად ალუმინის ძარა მიიღო. ავტომობილი სარბოლო სპეციფიკაციის მიხედვითაა აწყობილი და აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი, 266 ცხენისძალიანი V12 ძრავით.

ბოლო ათწლეულების მანძილზე Ferrari 250 GT LWB-მ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და არაერთხელ გამოიყვანეს, როგორც კლასიკური ავტომობილების რბოლაში, ისე - ელეგანტურობის კონკურსზე. 2008 წელს ავტომობილმა სერტიფიკატი Ferrari Classiche მიიღო, რაც ამტკიცებდა, რომ მას ორიგინალური შასი, გადაცემათა კოლოფი და უკანა დიფერენციალი შეუნარჩუნდა. 2010 წელს Motion Products-ის სპეციალისტებმა ავტომობილის სრული რესტავრაცია ჩაატარეს და ლე მანის ორიგინალური ლივრეაც აღადგინეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]