weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მაკლარენმა“ ახალ საგზაო სუპერქარს აირტონ სენას სახელი უწოდა

17:02 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

კომპანია „მაკლარენმა“ საგზაო ავტომობილის ახალი მოდელი წარადგინა, რომელსაც ბრაზილიელი ლეგენდარული მრბოლელის, აირტონ სენას სახელი McLaren Senna უწოდეს.

სულ ავტომობილის 500 ეგზემპლარს გამოუშვებენ. ყოველ გაყიდულ მანქანაში მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდს (Senna Foundation) გადაეცემა. ყველა ავტომობილზე უკვე წინასწარი შეკვეთაა გაფორმებული. დიდ ბრიტანეთში იგი 750 000 ფუნტი სტერლინგი ეღირება.

ავტომობილი აღჭურვილია 4 ლიტრიანი, ბიტურბო, 789 ცხენისძალიანი (ბრუნთა მომენტი 800 ნიუტონმეტრი) V8 ძრავით. მანქანის შემუშავებაში აირტონ სენას დისშვილი ბრუნო მონაწილეობდა.  

ავტომობილების წარმოება 2018 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე დებიუტის შემდეგ, დაიწყება.

აირტონ სენა „მაკლარენის“ ავტომობილით ფორმულა 1-ში 1988-1993 წლებში ასპარეზობდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]