ამ შესაძლებლობით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსი მილიარდერი იური მილნერი, რომელიც ახორციელებს პროექტს Breakthrough Listen. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ავი ლოებთან შეხვედრის შემდეგ, Breakthrough Listen აანონსებს, რომ ფოკუსურებას მოახდენს „ოუმუამუაზე“, რათა გაარკვიონ, გამოსცემს თუ არა ეს ობიექტი რადიოსიგნალებს. მილნერისთვის მიწერილ წერილში, ლოები აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად სწავლობს ამ ობიექტს, ის მეტად უფრო უცნაური ჩანს და ინტერესში აგდებს, რადგან შეიძლება ის საერთოდაც ხელოვნურად დამზადებული ზონდი იყოს, რომელიც ჩვენკენ რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა.
ობიექტი პირველად ჰავაიზე განთავსებულმა ტელესკოპმა Pan-STARRS-მა შეამჩნია. ამის შემდეგ, თანდათან გაირკვა ისიც, რომ მას ტიპური ასტეროიდის ან კომეტისთვის არადამახასიათებელი თვისებებიც აქვს. თავდაპირველად „ოუმუამუა“ კომეტა ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას აორთქლებული ნივთიერებებისგან წარმოქმნილი კუდი (კომა) არ აქვს.
მეცნიერები კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ ძალიან მცირეა შანსი, ეს ობიექტი ხელოვნური იყოს და არა ბუნებრივად წარმოქმნილი. თუმცა, მეცნიერება არაა მიდრეკილი, იმოქმედოს აბსოლუტური შეუძლებლობის სამეფოში. „ოუმუამუა“ არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) ენთუზიასტებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს. მათი აზრით, მზის სისტემაში მისი გამოჩენა პოტენციური არამიწიერი ცივილიზაციის ხელწერას ჰგავს.