weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ალპინმა“ ლეგენდარული მოდელის სახელით ახალი სპორტქარის წარმოება დაიწყო

15:00 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

2012 წელს აღორძინებული ლეგენდარული ფრანგული ბრენდის Alpine, რომელიც ფრანგულ ავტოკონცერნ „რენოს“ ეკუთვნოდა, ახალი სპორტქარის სერიული წარმოება ქალაქ დიეპის ქარხანაში დაიწყო.

სიახლემ, რომელიც პირველად მარტში ჟენევის ავტოსალონზე წარადგინეს, სპორტქარებს - Porsche 718 Cayman-სა და Alfa Romeo 4C-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. მოდელის სერიული წარმოების ჩაშვების წინ, ფრანგული ქარხანა სერიოზულად გადაკეთდა, საწარმოში ჩადებული ინვესტიციების საერთო ჯამმა დაახლოებით 35 მილიონი ევრო შეადგინა.

Alpine A110 აღჭურვილია ბენზინის 1.8 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, 252 ცხენისძალიანი, 320 ნიუტონმეტრი ბრუნთა მომენტიანი ძრავით, რომელიც ორმოჭიდებიან, 7 დიაპაზონიან, რობოტიზებულ ტრანსმისიასთან შეხამებულად მუშაობს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.5 წამი ჭირდება.

სიახლის უკანა ნაწილი 1960 წელს გამოშვებულ მოდელს მოგვაგონებს, რომელსაც, აგრეთვე, A110 ეწოდებოდა. სპორტქარის სიგრძე 4.18 მეტრია, სიგანე - 1.80 მ, წონა - 1080 კგ.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალური Alpine 1955-1995 წლებში გამოდიოდა.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]