დოკუმენტური სურათი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა „ვაინშტაინი“, უმეტესად იმ ქალთა ინტერვიუების კრებული იქნება, რომლებმაც გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერი ძალადობაში ამხილეს. მათ გარდა ფილმში ნაჩვენები იქნება ჰარვი ვაინშტაინის საქმის ირგვლივ არსებული იმ ჟურნალისტების, პროდიუსერების, რეჟისორების, აგენტებისა და იურისტების ინტერვიუები, მოსაზრებები და კომენტარები, რომლებსაც აქამდე სკანდალის შესახებ არ უსაუბრიათ.
ფილმის პროდიუსერი ორი ოსკარის მფლობელი ბრიტანელი დოკუმენტალისტი (ფილმებით: Man on Wire, Searching for Sugar Man) საიმონ ჩინი იქნება.
„ვაინშტაინის საოცარი აღზევებისა და დაცემის ისტორიის ფონზე ჩვენ რეალურად მივალთ ახლოს იმ შეკითხვებთან, რომლებიც ამ სკანდალის ეპიცენტრშია - როგორ აგრძელებდა ვაინშტაინი თავის ქმედებასა და ყოფაქცევას ამდენ ხანს; რას არკვევს მისი ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცევიან ჰოლივუდში ასეთი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე მამაკაცები; იქნება თუ არა მისი ისტორია გარდამტეხი იმ დამოკიდებულებისთვის, რითაც ქალებს სამუშაო ადგილებზე ეპყრობიან და ა.შ.“, - განმარტეს ფილმის შემქმნელებმა, საიმონ და ჯონათან ჩინებმა.