weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბი-ბი-სი“ ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ სკანდალზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

14:19 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია (BBC) სექსუალურ ძალადობაში 90-ზე მეტი ქალის მიერ ბრალდებული ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის შესახებ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს.

დოკუმენტური სურათი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა „ვაინშტაინი“, უმეტესად იმ ქალთა ინტერვიუების კრებული იქნება, რომლებმაც გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერი ძალადობაში ამხილეს. მათ გარდა ფილმში ნაჩვენები იქნება ჰარვი ვაინშტაინის საქმის ირგვლივ არსებული იმ ჟურნალისტების, პროდიუსერების, რეჟისორების, აგენტებისა და იურისტების ინტერვიუები, მოსაზრებები და კომენტარები, რომლებსაც აქამდე სკანდალის შესახებ არ უსაუბრიათ.

ფილმის პროდიუსერი ორი ოსკარის მფლობელი ბრიტანელი დოკუმენტალისტი (ფილმებით: Man on Wire, Searching for Sugar Man) საიმონ ჩინი იქნება.

„ვაინშტაინის საოცარი აღზევებისა და დაცემის ისტორიის ფონზე ჩვენ რეალურად მივალთ ახლოს იმ შეკითხვებთან, რომლებიც ამ სკანდალის ეპიცენტრშია - როგორ აგრძელებდა ვაინშტაინი თავის ქმედებასა და ყოფაქცევას ამდენ ხანს; რას არკვევს მისი ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცევიან ჰოლივუდში ასეთი ძალაუფლებისა და გავლენის მქონე მამაკაცები; იქნება თუ არა მისი ისტორია გარდამტეხი იმ დამოკიდებულებისთვის, რითაც ქალებს სამუშაო ადგილებზე ეპყრობიან და ა.შ.“, - განმარტეს ფილმის შემქმნელებმა, საიმონ და ჯონათან ჩინებმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]