weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეთიოპია: უძველესი სამეფოს ცოცხალი ეკლესიები

16:50 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

როგორც ერთ-ერთ უპირველეს გაქრისტიანებულ ქვეყანას, ეთიოპიას მრავალი ეკლესია-მონასტერი აქვს, რომლებიც ძირითადად მთებში, მიუდგომელ გორაკებსა თუ გამორჩეულ ადგილებში მდებარეობს. ახალი წიგნი სახელად „ეთიოპია: უძველესი სამეფოს ცოცხალი ეკლესიები“ სწორედ აბისინიის ქრისტიანული კულტურის შესახებაა.

ეთიოპიაში ქრისტიანობა მე-4 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც აქსუმის სამეფოს (მოიცავდა ეთიოპიას, ერითრეასა და იემენს) მონარქმა ეზანამ 340 წელს ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.

ეთიოპიის ქრისტიანული კულტურის უმთავრესი ძეგლი ლალიბელაა - ჩრდილოეთ ეთიოპიაში მდებარე ქალაქი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული მონოლითური ეკლესიებითაა ცნობილი.

დობრე დამოს პატარა ვარდისფერი ეკლესია ეთიოპიის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცენტრია. თანამედროვე სტილის მქონე ეკლესია იმ გამოქვაბულის წინ დგას, სადაც გადმოცემის თანახმად, ეთიოპიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი ცხრა მისიონერიდან ერთ-ერთი წმინდანი, სახელად არაგავი გაუჩინარდა.

მონასტერთა უმეტესობა კლდეში ნაკვეთია, ზოგი მათგანი კი 300 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

აბუნა გებრე მიქაელის, ტეკა ტესფაისა და არბატუ ენცესას ეკლესიები ტრადიციული ეთიოპიური ხატწერითაა გაფორმებული.

ერთ-ერთი უძველესი ფრესკები კი ქალაქ ლასტაში გენეტა მარიამის ეკლესიას აქვს, რომელიც მე-13 საუკუნეში მეფე იუკუნო ამლაკის მმართველობისას (1270-1285) მოიხატა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]