საგზაო კონფიგურაციის ავტომობილის სიგრძე 5.1 მ (საფრენის - 6.2 მ), სიგანე - 1.8, სიმაღლე კი 1.5 მეტრია, გაშლილი ფრთები 8.2 მეტრს შეადგენს. აპარატს 190 ცხენისძალაზე მეტი სიმძლავრის V4 ძრავა აქვს. ჰაერში იგი 305 კმ/სთ-ით გადაადგილდება და 724 კმ-ს დაფარავს. კონსტრუქციას საფუძვლად ნახშირპლასტიკის მონოკოკი უდევს. ყოველი შემთხვევისთვის, ტრიციკლი პარაშუტის სისტემითაცაა აღჭურვილი.
ტრიციკლს „მსოფლიოში პირველი მფრინავი სპორტქარი“ უწოდეს. ავტომობილის მფლობელმა პილოტის ლიცენზია უნდა აიღოს. აპარატს ასაფრენად 335 მეტრი ჭირდება, დასაშვებად კი - 488 მ. მისი პირველი პარტია 500 000 დოლარი ეღირება, შემდეგ კი - 140 000$. მფრინავ ავტომობილს რამდენიმე ვერსია ექნება, რომელიც გამორჩეული იქნება ორიენტაციით, ზეცასა თუ ასფალტზე, ასაფრენ დისტანციასა და დაშვებაზე.