weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Unicode-მა ქართული მთავრული დამწერლობა დაამტკიცა

11:41 შაბათი, 13 მაისი 2017

ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, Unicode-მა ქართული მთავრული დამწერლობა დაამტკიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მთავრული შრიფტი ხელმისაწვდომი სისტემურად გახდება.

უნიკოდს შეთავაზება პროექტზე მომუშავე სამკაციანმა ჯგუფმა გაუგზავნა. ინიციატივის ავტორები აკაკი რაზმაძე, მაიკლ ევერსონი და ნიკა გუჯეჯიანი. მათ კონსულტაციას ბესარიონ გუგუშვილი უწევდა, რომელსაც ცნობილი BPG-შრიფტები აქვს შექმნილი. მათ მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, უნიკოდის სტანდარტში 46 მთავრული ასონიშანი დაამტკიცეს.

უნიკოდის სტანდარტით დაწერილი ტექსტი არის ის, რასაც Sylfaen-ში გადაყვანას უწოდებენ. სინამდვილეში, ხსენებულ გადაყვანაში ასოების უნიკოდის სტანდარტით გამოსახვა იგულისხმება, Sylfaen კი უბრალოდ ერთ-ერთი შრიფტია, რომლითაც ეს ასოები მოწყობილობის ეკრანზე იხატება.

პროექტზე მომუშავე ჯგუფისთვის ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი ამ დამწერლობის ISO-სტანდარტში დამტკიცებაა, რათა შემდეგში იგი გაითვალისწინონ ოპერაციული სისტემის ისეთმა მწარმოებლებმა, როგორებიცაა: Microsoft, Apple, Google და ა.შ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]