ანონიმური ბრალმდებელის თქმით, შემთხვევა 1990 წელს სტალონეს ოფისში მოხდა. პოლიცია შემთხვევას სწავლობს, რათა საქმეზე შემდგომი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება თავად 71 წლის მსახიობს, ის ბრალდებას უარყოფს და საპასუხო სარჩელს ამზადებს.
სტალონეს იურისტის განცხადებით, მსახიობმა და ბრალმდებელმა ქალმა 1987 წელს, „რემბო III“-ის გადაღებების დროს ისრაელში ერთად 3 დღე სამუშაო ვითარებაში გაატარეს, 1990 წელს კი მსგავსი რამ არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ სილვესტერ სტალონეს მიმდინარე წელს უკვე დასდეს ბრალი 16 წლის არასრულწოვანზე სექსუალურ ძალადობაში, რასაც მოგვიანებით „ყალბი და სასაცილო“ უწოდეს.