ცნობილია National Geographic-ის 2017 წლის ბუნების ფოტოგრაფის პრესტიჟული კონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც 11 000-ზე მეტი კონკურსანტიდან აარჩიეს.
ფოტოკონკურსის გრან-პრი და 7500$ ინდონეზიელ ფოტოგრაფს ერგო, რომელმაც ბორნეოში, მდინარე პირას მყოფი ორანგუტანი გადაიღო. მან აგრეთვე გაიმარჯვა ნომინაციაში - ბუნება.ფოტო ჟურნალ National Geographic-ში დაიბეჭდება.
სხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი 2500$ გადაეცათ.
I ადგილი, ველური სამყარო: ჯაიაპრაკაშ ჯოგი ბოჯანი - ორანგუტანი მდინარეზე, ბორნეო.
II ადგილი, ველური სამყარო: ალეხანდრო პრიეტო - კარიბული ვარდისფერი ფლამინგოები იუკატანში, მექსიკა.
III ადგილი, ველური სამყარო: ბენს მეიტი - თეთრკუდა არწივი ორი ყანჩის ქიშპობას აკვირდება.
I ადგილი, წყალქვეშა: ჯიმ ობესტერი - მარჯნის პოლიპების სახეობა ფლუორესცენციული ანემონი (ცერიანტარია).
II ადგილი, წყალქვეშა: შეინ გროსი - მორცხვი სახეობა, კარიბული რიფის ზვიგენი კამერასთან ახლოს ჩავლისას.
III ადგილი, წყალქვეშა: მაიკლ ო’ნილი - მფრინავი თევზი ფლორიდის მახლობლად.
I ადგილი, საჰაერო: ტოდ კენედი - სიდნეი, ავსტრალია.
II ადგილი, საჰაერო: ტაკაჰირო ბეშო - გზა ტაკაშიმაში, მეტასექვოაის ხეებს შორის.
III ადგილი, საჰაერო: გრეგ სი - ჰავაიზე არსებული კილაუეას ვულკანის ლავა პირდაპირ ოკეანეში ჩადის.
I ადგილი, ლანდშაფტი: კარიმ ილია - ვულკანი კალაპანაში, ჰავაი.
II ადგილი, ლანდშაფტი: იუჰან ლიაო - დუშანძის კანიონი, ჩინეთი.
III ადგილი, ლანდშაფტი: მაიკ ოლბინსკი - ზაფხულის ავდარი დიდ კანიონში.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.