weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნების სიაში საქართველო 106-ე ადგილზეა

14:36 შაბათი, 13 მაისი 2017

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) 2007 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ყველაზე მდიდარი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნებს შორის საქართველოს 106-ე ადგილი უკავია.

​რეიტინგი ორგანიზაციის 13 სპეციალისტმა შეადგინა. მათ 136 ქვეყანა ისეთი პარამატერებით შეადარეს ერთმანეთს, როგორებიცაა ცხოველებისა და მცენარეების სახეობებისა და ნაკრძალების რაოდენობა, რეგიონების ეკოლოგია, ასევე „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა რაოდენობა.

რეიტინგში არსებულ 136 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ბრაზილიაა, ბოლო ადგილი კი მოლდოვას უკავია. სიაში მეორე ადგილზეა მექსიკა, მესამეზე - კოსტა-რიკა. ათეულში ასევე მოხვდნენ: პერუ, ჩინეთი, ავსტრალია, ტაილანდი, ტანზანია, ესპანეთი და შეერთებული შტატები. საქართველო კი ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: ლატვია (108), აზერბაიჯანი (109), სამხრეთ კორეა (114), უკრაინა (115), პარაგვაი (116), ლიტვა (121) და  ბელგია (122).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]