weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმი

16:52 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

კინოს ისტორიაში მრავალი პოპულარული საშობაო ფილმი არსებობს, რომელთა წარმატებას როგორც წესი, მაყურებლებისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, რეიტინგი, კინოჯილდოები და მაღალი შემოსავალი განსაზღვრავს. გთავაზობთ 10 ყველაზე მაღალშემოსავლიან საშობაო-საახალწლო ჟანრის ფილმების ათეულს.

კომერციულად ყველაზე წარმატებული საშობაო ფილმების სიაში პირველ ადგილს ყველასათვის საყვარელი კომედია „მარტო სახლში“ იკავებს, მეორე პოზიციაზე კი არანაკლებ პოპულარული კომედია „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ იმყოფება. რაც შეეხება ქრის კოლუმბუსის ფილმის სიკველს, „მარტო სახლშის“ მე-2 ნაწილი ათეულში მე-4 ადგილზეა.

ათეულში ასევეა ოსკაროსანი რეჟისორის, რობერტ ზემეკისის ორი ცნობილი ანიმაციური ფილმი: „პოლარული ექსპრესი“ და „საშობაო სიმღერა“, აგრეთვე „სანტა კლაუსის“ ტრილოგიის პირველი ორი ნაწილი და წელს გამოსული კინოკომედიები - Daddy’s Home 2 და A Bad Mom’s Christmas.

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმის სია ასეთია:

  1. Home Alone (1990) - $285.7 მილიონი
  2. How the Grinch Stole Christmas (2000) - $260 მილიონი
  3. The Polar Express (2004) - $185.7 მილიონი
  4. Home Alone 2: Lost in New York (1992) - $173.5 მილიონი
  5. Elf (2003) - $173.3 მილიონი
  6. Daddy’s Home 2 (2017) - $163
  7. The Santa Clause (1994) - $144.8 მილიონი
  8. The Santa Clause 2 (2002) - $139.2 მილიონი
  9. A Christmas Carol (2009) - $137.8 მილიონი
  10. A Bad Mom’s Christmas (2017) - $4 მილიონი
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]