weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კლეოპატრაზე შექმნილი ახალი კინოვერსია ძალადობრივი იქნება

15:47 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

პოპულარულ გამოცემა The Hollywood Reporter-თან მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა სცენარისტმა დევიდ სკარპამ ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას შესახებ მრავალწლიანი კინოპროექტის შესახებაც ისაუბრა.

სკარპას თქმით, სტუდია Sony Pictures-ის ახალი კინოვერსია არა ტრადიციული ისტორიული დრამა, არამედ პოლიტიკური თრილერი იქნება.

„პრესტიჟული სამსაათიანი პომპეზური სურათის ნაცვლად, პოლიტიკური თრილერი გვექნება - ბინძური, სისხლიანი, ბილწი სიტყვებით, სექსითა და ბევრი მკვლელობებით, ანუ მძაფრი პოლიტიკური თრილერი.“ - განმარტა დევიდ სკარპამ, რომელსაც აქამდე მხოლოდ სამი ფილმისთვის აქვს დაწერილი სცენარები: The Last Castle (2001), The Day Earth Stood Still (2007), All the Money in the World (2017).

ცნობილია, რომ კლეოპატრას შესახებ ახალი ფილმის გადაღება 2010 წლიდან იგეგმება, მთავარი როლის შემსრულებლად კი თავიდანვე ანჯელინა ჯოლი იყო დამტკიცებული. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ამერიკელი ქალი მწერლის, სტეისი შიფის ცნობილ რომანზე „კლეოპატრა“, სადაც ეგვიპტის დედოფალი აღწერილია, როგორც უჭკვიანესი მმართველი და დიდი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ყველა ხერხს იყენებდა საკუთარ საკეთილდღეოდ.

ამ მომენტისთვის ბიოგრაფიულ-ისტორიული ფილმის რეჟისორად ოსკარის ნომინანტი აღიარებული კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი მოიაზრება, წლების წინ კი რეჟისორის სავარძლის დაკავების კანდიდატები იყვნენ: დევიდ ფინჩერი, ჯეიმს კამერონი, ანგ ლი და პოლ გრინგრასი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]