გამოცემა „ასოშიეიტედ პრესის“ მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, 1996 წელს, როდესაც პოლ ჰაგისი სატელევიზიო შოუს პროდიუსერი იყო, 28 წლის ქალთან ორალური სექსი ძალის გამოყენებით დაამყარა და შემდეგ მსხვერპლი გააუპატიურა.
აბსოლუტურად ანალოგიური სხვა ბრალდების თანახმად, პოლ ჰაგისმა 2013 წელს მაჰეტენზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელში გააუპატიურა ჰეილი ბრისტი - ბრალმდებელთაგან ერთ-ერთი, ვინც აღიარებულ რეჟისორს სასამართლოში უჩივის.
64 წლის კანადელი რეჟისორის ადვოკატი ქრისტინ ლეპერა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლ ჰაგისს არავისზე უძალადია.