„ფორსაჟის“ ვარსკვლავი სუპერგმირ Bloodshot-ს განასახიერებს, რომელიც კომიქსის მიხედვით, სიკვდილის შემდეგ ნანოტექნოლოგიებით აღმდგარი ჯარისკაცია. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომიქსის პერსონაჟის როლზე აქამდე ჯარედ ლეტო სახელდებოდა.
კინოკომიქსის სცენარი უკვე მზადაა, მისი ავტორი ოსკარის ნომინანტი ერიკ ჰაისერერი (Arrival) გახლავთ, რეჟისორის სავარძელს კი დებიუტანტი დეივ უილსონი დაიკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი 80-იანი წლების ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმების (Terminator, RoboCop, Total Recall) მსგავსი ესთეტიკის იქნება და მას ძალადობრივი სცენებისა და უხამსი ლექსიკის გამო ე.წ. R-რეიტინგი (Restricted - ასაკობრივი შეზღუდვა) ექნება, რითაც სტუდია „სონის“ Deadpool-ისა და Logan-ის მსგავსი წარმატების იმედი აქვს.