weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კატრინ დენევი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცებს იცავს

17:35 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

ლეგენდარული ფრანგი კინოვარსკვლავი კატრინ დენევი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერ კამპანიებს, #MeToo-სა და Time's Up-ს აკრიტიკებს და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მამაკაცებს ამართლებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც ასი ფრანგი ქალი აწერს ხელს და რომელიც პრესტიჟულმა გამოცემამ Le Monde გამოაქვეყნა.

74 წლის მსახიობის თქმით, მამაკაცები თავისუფალნი უნდა იყვნენ ქალთა მიმართ ფლირტში.

„კაცები უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამუშაო ადგილები, თუმცა, რასაც ისინი აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ან ცდილობდნენ მიეღწიათ კოცნისთვის. გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი - ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოაქვეყნა გაზეთმა Le Monde.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმომწერ ფრანგ ქალებს შორის არიან: მსახიობი ქრისტინ ბუასონი, კონსერვატიული ჟურნალისტი ელიზაბეტ ლევი, ყოფილი პორნოვარსკვლავი და ტელეწამყვანი ბრიჯიტ ლაჰეი, მწერალი კატრინ მილე და სხვები.

წერილმა უკვე გამოიწვია ფრანგი ფემინისტებისა და ჰოლივუდის ქალი მსახიობების საყოველთაო აღშფოთება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]