ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში გამართულ სამომხმარებლო ტექნოლოგიების ასოციაციის (CES) ყოველწლიურ გამოფენაზე ჩინურმა კომპანიამ Xiaomi, რობოტი-ჩემოდანი სახელად 90 Fun Puppy 1 წარადგინა, რომლის მთავარი უპირატეობა ისაა, რომ ჩემოდანი მეპატრონეს დამოუკიდებლად მისდევს თან.
Xiaomi-ს ჩემოდანი აღჭურვილია ზუსტი ადგილმდებარეობის ფუნქციით, რომელიც საშუალებას აძლევს, მეპატრონეს არ ჩამორჩეს, გარკვეულ მანძილზე ყოფნის შემთხვევაში კი ჩემოდანი მას თავად პოულობს.
სიახლის გაყიდვა 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.
