weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

CNN-მა მსოფლიოს 7 საზრიანი დიზაინის მქონე ქალაქებში თბილისიც შეიყვანა

12:03 პარასკევი, 12 იანვარი 2018

უმსხვილესმა ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ CNN, საქართველოს დედაქალაქი იმ შვიდ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა ნახვასაც 2018 წელს ყველას ურჩევს. სტატიის ავტორ ემილი რაიტის შეფასებით, ქალაქები საზრიანი დიზაინით გამოირჩევიან.

თბილისი: ჰიპსტერების ჰოლივუდი და ცხელი წერტილი - ასე ახასიათებს CNN საქართველოს დედაქალაქს.

„რატომ? უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს რაღაც დაემართა -  დაიმკვიდრა სახელი „2018 წლის ლისაბონი“. იგი თითქმის ერთ ღამეში სანახავი ადგილია. ქალაქს აქვს მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედების ჰაბები, ასევევ ჰყავს ახლადარჩეული მერი - ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და 2018 წლის 334 მილიონდოლარიანი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტირების განვითარებისთვის.

თბილისში ჩატარდება „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეული, ხოლო ქალაქი საუკეთესოა ტექნო მუსიკითა და ღვინით.

„ტვინ პიკსისა“ და „მალჰოლანდ დრაივის“ რეჟისორი დევიდ ლინჩი ნოემბერში თბილისს ესტუმრა კინოინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით.“ - ვკითხულობთ CNN-ის სტატიაში.

თბილისის გარდა CNN-ის სიაში შემდეგი ქალაქებია: ტორონტო (კანადა), მასკატი (ომანი), დანდი (შოტლანდია), პარიზი (საფრანგეთი), ტოკიო (იაპონია) და სან მიგელ დე ალიენდე (მექსიკა).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]