weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„უცნაური ამბების“ ვარსკვლავი შერლოკ ჰოლმსის დას განასახიერებს

14:47 პარასკევი, 12 იანვარი 2018

პოპულარული ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებათა სერიალის, „უცნაური ამბების“ (Stranger Things) 14 წლის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი მთავარ როლს შეასრულებს მწერალ ნენსი სპრინგერის დეტექტიური რომანის ეკრანიზაციაში, რომელშიც იგი შერლოკ ჰოლმსის უმცროს დას, პერსონაჟ ენოლა ჰოლმსს განასახიერებს.

ექვსი ტომისგან შემდგარი საყმაწვილო დეტექტიური რომანების პირველი ნაწილს სათაურად „დაკარგული მარკიზის საქმე“ (The Case of the Missing Marquess) ჰქვია. სიუჟეტის მიხედვით, დედის გარდაცვალების შემდეგ 14 წლის გოგონას უფროსი ძმები, მაიკროფტ და შერლოკ ჰოლმსები პანსიონში ჩააბარებენ, საიდანაც გაქცევის შემდეგ ენოლა ჰოლმსი ლონდონში ჩადის და ინსპექტორ ლესტრეიდთან ერთად იდუმალებით მოცულ საქმეს იძიებს.

ვიქტორიანულ ეპოქაში მიმდინარე სურათს კინოკომპანია Legendary Pictures გადაიღებს, რომელთანაც მილი ბობი ბრაუნმა უკვე ითანამშრომლა - თინეიჯერი ვარსკვლავის მხატვრულ ფილმში დებიუტი 2019 წელს გამოსასვლელ ფანტასტიკურ ფილმში „გოძილა: მონსტრების მეფე“ შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]