ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ერიკ ლაფორგი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში სამუშაოდ არაერთხელ ჩავიდა. შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებასთან ერთად მან ისეთი კადრების დაფიქსირებაც შეძლო, რომელთა გამოქვეყნებასა და ნახვასაც ჩრდილო კორეის მთავრობა კრძალავს.
ერიკ ლაფორგი 2008-2012 წლებში ჩრდილოეთ კორეას ექვსჯერ ეწვია. მისი თქმით, აკრძალული ფოტოები ჩაკეტილი ქვეყნიდან ე.წ. მეხსიერების ბარათებით გამოჰქონდა. ქვეყანაში ბოლო ვიზიტისას ფოტოგრაფს იმ ფოტოების წაშლა მოსთხოვეს, რომლებიც ინტერნეტში მანამდე ჰქონდა გავრცელებული, ერიკ ლაფორგი კი პასუხობდა, რომ იგი ჩრდილოეთ კორეის ყველა ასპექტს აშუქებდა, კარგსაც და ცუდსაც. საბოლოოდ ფოტოგრაფს ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს.
ჩრდილოეთ კორეაში იკრძალება პოლიციისა და არმიის ფოტოგადაღება.
განსაკუთრებით იმ დროს, თუკი ჯარისკაცები ისვენებენ.
ანდა ძინავთ.
მდინარეში მობანავე მამაკაცი.
ხშირი სიტუაცია ქვეყანაში, რომლის გადაღებაც აკრძალულია.
დიდი ხანია, რაც შავი ბაზარი აკრძალულია, ქუჩის მოვაჭრეები კი ხშირია. ისინი სიგარეტის ან ტკბილეულით გაყიდვით შოულობენ ცოტა ფულს.
კათოლიკურ ეკლესიაში ჩაძინებული მამაკაცი, რომლის ნახვასაც მთავრობა არ ისურვებდა.
ქვეყნის მთავრობას არ უყვარს, როდესაც ფოტოებზე ადამიანების სიდუხჭირე ჩანს.
სიღარიბის მსგავსად, სიმდიდრის დამახასიათებელი ფოტოების გადაღებაც იკრძალება.
აკრძალულია ძეგლების უკნიდან გადაღება.
ფხენიანის მეტრო მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტროა, რადგან სავარაუდო დაბომბვის შემთხვევაში მას გაუძლოს.
ფული ქვეყანაში თითქმის ტაბუდადებული თემაა. იკრძალება ხელფასის ოდენობის გაჟღერება, კითხვა, ფასების გამოქვეყნება და ა.შ.
ავტოტრანსპორტის სავალ გზაზე მდგარი ბავშვი უდისციპლინობაზე მიუთითებს.
ქვეყანაში იკრძალება მალნუტრიციის ამსახველი ფოტოს გადაღება.
ქვეყნის მამის, კიმ ირ სენის ძეგლზე მიყუდებული ცოცხი.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.