პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიის ჩრდილოეთ ნაწილში კენსინგტონ ავენიუ მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც ნარკოტიკისა და პროსტიტუციის ბუდე. 3 მილი სიგრძის გამზირის მაცხოვრებლები და მათი ცხოვრების ბნელი მხარე ფოტოგრაფმა ჯეფრი სტოკბრიჯმა ფოტოებზე აღბეჭდა.
36 წლის ამერიკელმა ფოტოგრაფმა 2008-2014 წლებში გადაღებულ ემოციურ პორტრეტებში სწორედ ის დააფიქსირა, რაზეც საკამოდ იშვიათად საუბრობენ - ფილადელფიელთა ნარკოდამოკიდებულება. კენსიგტონელებმა ჯეფრი სტოკბრიჯს თავიანთ ცხოვრებასა და საქმიანობაზე მოუყვეს.
სარას ვენები ნემსებისთვის უვარგისია, ამიტომაც მან დენისს ნემსის კისერში გაკეთება სთხოვა.
პატმა და რეიჩელმა შვილები სპეციალურ სააგენტოს გადასცეს. ბევრის აზრით, ისინი ეგოისტურად და ცუდად მოიქცნენ, მაგრამ მათი თქმით, შვილების უკთესი მომავლისთვის საუკეთესო გამოსავალი ნახეს.
„გამაუპატიურეს და კინაღამ მომკლეს კიდეც“ - ჯეიმი
მეტ ნილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გახდა ნარკოდამოკიდებული, მარცხენა ფეხში განვითარებული სეფსისის გამო კი ამპუტაცია გაუკეთეს.
„ერთმანეთს ვეხმარებით და ვუვლით, ფულს ერთად და ცალ-ცალკე ვშოულობთ, რასაც ვიშოვით, შუაზე ვიყოფთ, ყოველდღიური ფული გვჭირდება და ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს.“
25 წლის ტანია პროსტიტუციით 18 წლის ასაკიდანაა დაკავებული.
41 წლის კეროლი უკვე 21 წელია ნარკოდამოკიდებულია.
„55 წლის ვარ, ფსიქოლოგიის მაგსიტრის წოდება მაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ჩემი ქმარი და დედ-მამა ავტოავარიაში დაიღუპნენ, ყველაფერი დავკარგე, ჯანმრთელობაც კი.“ - სარა
ელი საკუთარ სახლში ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე ცხოვრობს. ზედა სართულის ოთახებს კი ხშირად მეძავებზე აქირავებს, რათა ნარკოტიკებისთვის საჭირო ფული იშოვოს.
მარიონი სარეაბილიტაციო ცენტრში უშედეგოდ დადიოდა.
„ჩემი მუშაობის მიზანია ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება ჭეშმარიტი ადამიანური გზით, ერთმანეთთან ძირეული განსხვავებების არსებობის მიუხედავად.“ - ამბობს ფოტოგრაფი ჯეფრი სტოკბრიჯი.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.