ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორმა ფილმმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მუსიკისა და მხატვრული გაფორმების ნომინაციებში.
კრიტიკოსთა ტელე-რადიო და ონლაინ სამაუწყებლო ასოციაციის (BFCA) მიერ ორგანიზებული დაჯილდოება ფილმების ყველაზე მნიშვნელოვანი და სოლიდური დაჯილდოების, ოსკარების ცერემონიალის ერთ-ერთი წინამორბედია, ამიტომაც კრიტიკოსთა დაჯილდოების პრიზიორები ოსკარებზე მოხვედრისა და გამარჯვების უმთავრეს კანდიდატებად მოიაზრებიან.
2017 წლის კრიტიკოსთა დაჯილდოების ნომინაციებში გამარჯვებული ფილმების სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - The Shape of Water
საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - გარი ოლდმენი (Darkest Hour)
საუკეთესო მსახიობი ქალი - ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - ელისონ ჯენი (I, Tonya)
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ ფილმში - ჯეიმს ფრანკო (The Disaster Artist)
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ფილმში - მარგო რობი (I, Tonya)
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი - ბრუკლინ პრინსი (The Florida Project)
საუკეთესო სამსახიობო გუნდი - Three Billboards Outside Ebbing, Missouri
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - ჯორდან პილი (Get Out)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ჯეიმს აივორი (Call Me by Your Name)
საუკეთესო მუსიკა - ალექსანდერ დეპლა (The Shape of Water)
საუკეთესო სიმღერა - “Remember Me” (Coco)
საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - როჯერ დიკინსი (Blade Runner 2049)
საუკეთესო მონტაჟი - ლი სმიტი (Dunkirk) / პოლ მაჩლისი & ჯონათან ამოსი (Baby Driver)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება - The Shape of Water
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - Phantom Thread
საუკეთესო გრიმი - Darkest Hour
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - War for the Planet of the Apes
საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - Wonder Woman
საუკეთესო კომედია - The Big Sick
საუკეთესო ფანტასტიკური / საშინელებათა ფილმი - Get Out
საუკეთესო უცხოურ ფილმი - In The Fade / Aus dem Nichts (გერმანია)
საუკეთესო ანიმაცია - Coco