გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
რონალ ვიტეკი - ბაყაყები ტბორში, ჰაიდელბერგის ბოტანიკური ბაღი, გერმანია.
ფრანკ რუმპენჰორსტი - მიუკეს კომუნის მახლობლად არსებულ გზაზე გადასული ფურირემი ნუკრს უცდის.
Riau Images - მარაოსკუდა ცისტიკოლა იგივე ასპუჭაკა (Cisticola juncidis) ბარტყს კვებავს დასავლეთ სუმატრას ქალაქ პაინანში, ინდონეზია.
ბაზ რატნერი - ძროხისებრი ანტილოპა ბუბალები, იგივე კონგონები (Alcelaphus buselaphus) კენიის დედაქალაქ ნაირობის ფონზე.
მარკ ჩალენდერი - ენოტი ნიუ იორკის სენტრალ-პარკის გუბეში.
სვეტლანა ფუტი - ჭანჭრობიდან ამოსულმა ალიგატორმა ზურგით წყლის მცენარეები ამოიტანა.
კაისა შიოლანდერი - ზღვის ფრინველებმა შოტლანდიის სანაპიროსთან ცელოფნის ნარჩენი იპოვეს.
იანოშ ბუდანი - არანეიდი ობობების ახალგამოჩეკილი წარმომადგენლები ყვავილებს შორის გაბმულ აბლაბუდაზე, უნგრეთის ქალაქ სოლნოკში.
რიკარდო მორაესი - მეწამული იბისების (Eudocimus ruber) გუნდი ბრაზილიის შტატ ამაპაში მდებარე მდინარე კალსოენესთან.
ჩაიდირ მაჰიუდდინი - სუმატრული სპილო და მისი სპლიყვი ინდონეზიის პროვინცია აცეში არსებულ ეკოსისტემის რეზერვეციაში.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.