ახალი ტელესერიალი ოთხი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და ის ამერიკულ ტელეარხ HBO-ს ეთერში გავა. გადაღებები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ რუსული ფესვების მქონე ჰელენ მირენისთვის მონარქი ქალების როლების თამაში უცხო ნამდვილად არაა: მსახიობმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მოიპოვა 2006 წელს გამოსული ბიოგრაფიული დრამისთვის „დედოფალი“, სადაც მან დიდი ბრიტანეთის მოქმედი დედოფალი ელისაბედ II განასახიერა, ხოლო 2005 წლის ისტორიული სატელევიზიო ფილმისთვის „ელისაბედ I“, ოქროს გლობუსის ჯილდო ერგო.