weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2020

„კრიდის“ გაგრძელებაში ივან დრაგოს ვაჟს მოკრივე ფლორიან მუნტეანუ განასახიერებს

12:12 სამშაბათი, 16 იანვარი 2018 hits 1176

რუმინელი პროფესიონალი მოკრივე ფლორიან მუნტეანუ ცნობილი კინოპერსონაჟის, ივან დრაგოს შვილის როლს შეასრულებს პოპულარული სპორტული დრამა „როკის“ სპინ-ოფ სერია „კრიდის“ მეორე ნაწილში.

სიკველში მთავარ როლს კვლავ მაიკლ ბ. ჯორდანი შეასრულებს, რომლის კინოგმირ ადონის ჯონსონ-კრიდსაც მამის რინგზე სიკვდილის გამო რევანშისთვის ორთაბრძოლა მოუწევს „როკი IV”-დან ცნობილი პერსონაჟის, ივან დრაგოს შვილთან. ახალ ფილმში მონაწილეობას ასევე მიიღებს დოლფ ლუნდგრენი, რომელიც ივან დრაგოს როლში დაბრუნდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ „კრიდის“ გაგრძელებას სილვესტერ სტალონე გადაიღებდა და მასში კვლავ შეასრულებდა საკულტო პერსონაჟ როკი ბალბოას, თუმცა ვეტერანმა ვარსკვლავმა რეჟისორის სავარძელი დებიუტანტ სტივენ კეიპლ უმცროსს გადაულოცა და ახალ ფილმში მსახიობის, სცენარისტისა და პროდიუსერის ამპლუებით დაკავდება. ფილმის პრემიერა 2018 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორის, რაიან კუგლერის წარმატებული სპორტული დრამა „კრიდი“, რომელიც როკი ბალბოას შესახებ შექმნილი ფილმების სპინ-ოფ სერიას წარმოადგენს, 2015 წელს გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმში როკი ბალბოას მეშვიდედ შესრულებული როლით სილვესტერ სტალონემ ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, კატეგორიაში - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]