weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„უცხოს“ ახალი სერიის გადაღებები შესაძლოა მომავალ წელს დაიწყოს

16:20 ორშაბათი, 15 მაისი 2017

უცხოპლანეტელ ქსენომორფებზე შექმნილი ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირას გაიმართება, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, რეჟისორ რიდლი სკოტს „უცხოს“ სამყაროს გაფართოება აქვს დაგეგმილი და მორიგი დაანონსებული სიკველის გადაღებების პერიოდიც დაასახელა.

პრესტიჟულ ინტერნეტ-მედია კომპანია IGN-თან საუბარში ვეტერანმა ბრიტანელმა რეჟისორმა განაცხადა, რომ მორიგი ფილმის სცენარზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, გადაღებები კი 14 თვის შემდეგ დაიწყება. ოსკარის ოთხგზის ნომინანტი რიდლი სკოტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ სიკველში კვლავ რეჟისორად დაბრუნდეს.

ამავდროულად, 79 წლის რეჟისორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „უცხოს“ ფრანშიზის ურიცხვ ფანატთა ძირითადი უკმაყოფილების მიზეზი „პრომეთეში“ ორიგინალი უცხოპლანეტელი მონსტრის არარსებობა იყო, ამიტომაც ახალ ფილმში აქცენტი ნაცნობ ქსენომორფებზე გააკეთეს და ფილმის სათაურშიც სახელი “Alien” შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 1979 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ფილმ Alien-ის სიუჟეტურად წინამორბედი ისტორიის, „პრომეთეს“ (2012) უშუალო გაგრძელება სერია სათაურით - Alien: Covenant, 18 მაისიდან გამოვა მსოფლიოს კინოეკრანებზე და მას ძალადობრივი სცენების გამო R-რეიტინგი ექნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]