weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„ვარსკვლავური ომები“ ჩინური კინოგაქირავებიდან მოიხსნა

15:10 შაბათი, 20 იანვარი 2018

პოპულარული კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ მე-8 ეპიზოდი სათაურად „უკანასკნელი ჯედაი“ ჩინეთის მასშტაბით კინოთეატრებიდან მთლიანად მოხსნეს. მიზეზად ჩინელ მაყურებელში ფილმისადმი მინიმალური ინტერესის დონე სახელდება.

აღნიშნული ფაქტი გასაკვირია, რადგან ლეგენდარული კინოეპოპეის წინა, მეშვიდე ეპიზოდმა ჩინურ კინოგაქირავებაში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჩინეთში მე-8 ეპიზოდის ჩავარდნას კი ფილმისთვის მსოფლიო კინოგაქირავებაში წარმატებისთვის ხელი მაინც არ შეუშლია - ამ დროისთვის რაიან ჯონსონის ფილმმა 1.3 მილიარდი დოლარის მოგება ნახა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა საერთო სიაში  მე-10 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]